გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის თემა
არათანაბარი მოძრაობა
სწავლების საფეხური
მეცხრე კლასი
მოსწავლეთა პროფილი
9
მიზანი
პრობლემის დასმის და გადაჭრის  ,თანამშრომლობის  ,კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარება თანაბარი და არათანაბარი მოძრაობის განსხვავება,
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა,
გაკვეთილზე თანაბარი და არათანაბარი მოძრაობის სწორ გაგებაზეა დამოკიდებული შემდგომსი   ფიზიკის წარმატებული შესწავლა, ტერმინის ნებისმიერი სწორ გაგებაზეა დამოკიდებული მრუდწირული მოძრაობის შესწავლა,
კავშირი საგნებთან
მათემატიკა
ე.ს.გ მისაღწევი შედეგები
მოსწავლეს შეეძლოს თანაბარი და არათანაბარი მოძრაობის აღწერა, ჩაატაროს გაზომვები სხეულის საშუალო სიჩქარის გამოსათვლელად. გაანალიზოს შედეგები . გამოიყენოს ფორმულები ადეკვატურად,  პრაქტიკული ამოცანების  გადასაჭრელად.
წინარე ცოდნა
გასამეორებლად მიეცეთ  თანაბარი და არათანაბარი  მოძრაობა, სიჩქარე , სიჩქარის ერთეულები, საშუალო სიჩქარე, მყისი სიჩქარე,
რესურსები
საწვეთურიანი ურიკა, ძაფი, ჭიქა, წყალი,  ქვიშა,  სახაზავი, სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი
გაკვეთილის მსვლელობა
დაფასთან ხდება რიგრიგობით 4 მოსწავლის გამოძახება,ერთს ევალება ისაუბროს თანაბარ მოძრაობაზე, მეორეს –არათანაბარზე , მესამეს–სიჩქარეზე, მეოთხეს–საშუალო სიჩქარის შესახებ. დანარჩენ მოსწავლეებს ევალებათ ყურადღებით მოუსმინონ თითოეულის გამოსვლას  და  საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი მასალა შეავსონ, უფრო გაამდიდრონ  ,თუ კლასი ვერ ამოწურავს საკითხს კითხვა – პასუხით მოხდება მიზნის მიღწევა .საშინაო დავალების პრეზენტაციაზე დაიხარჯება 10 წუთი ,რომელიც ფასდება შეფასების რუბრიკით.
მეორე აქტივობა–ექსპერიმენტი საწვეთურიანი ურიკით ,მოსწავლეები იყოფიან 4 ჯგუფად,თითოეულ ჯგუფს ცდის ჩასატარებლად აქვს  სახლში დამზადებული ურიკა,  ურიკაში  ნახევრამდე ასხამენ წყალს, მოსწავლეები აკვირდებიან ნახვრეტებიდან ვარდნილ წვეთებს, ისინი დროის ტოლი შუალედის მერე ვარდებიან , წვეთ ებს  შორის ტოლი მანძილია,  რასაც ადასტურებენ  გაზომვით. ახლა ურიკაში ყრიან ქვიშას ,მისი ჩაყრის შემდეგ წვეთებს შორის მანძილი იცვლება ,რასაც გაზომვით ადგენენ.  ბავშვები ადასტურებენ რომ ეს მოძრაობები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. მოწაფეებს დაესმება კითხვა გამოთქვან საკუთარი აზრი ამ მოძრაობის  განმასხვავებელ სიდიდეზე. მათ მიერ ვარაუდის გამოთქმის შემდეგ  მათი მსჯელობა უნდა წარიმართოს ისე რომ უნდა გამოიტანონ დასკვნა: როცა მანძილი წვეთებს შორის არ იცვლება მოძრაობა თანაბარია ,როცა იცვლება არათანაბარი. მეორე აქტივობაზე  დაიხარჯება 15 წთ, ფასდება შეფასების რუბრიკით.
სიჩქარის გაზომვა
მესამე აქტივობა–– ვენის დიაგრამა 10წთ.
კლასი იყოფა ორ ჯგუფად. ერთ ჯგუფს ევალება იმუშაოს თანაბარი და არათანაბარი მოძრაობის მსგავსების ნიშნების მოძებნაზე, მეორეს –განმასხვავებელი ნიშნების მოძებნაზე, დაფაზე ჯამდება ნამუშევარი
თანაბარი მოძრაობა             არათანაბარი მოძრაობა       
    განსხვავება        მსგავსება       განსხვავება
–––––––––––––     –––––––––––      ––––––––––––––
1.მოძრაობის დასახასიათე1.თანაბარი და არათა  მოძრაობის დასახასიათ
                                                    ნაბარი მოძრაობის   ებლად განიხილება დრო[
                                                  სიჩქარე და საშუალო ის ტოლი შუალედი
                                                                                          2.დროის ტოლ შუალედ                    
ბლად განიხილება  დროის სიჩქარე ერთი და იგი  ში ტოლ მანძილს არ  გა
ტოლი შუალედი.                  ვე ფორმულით გამოი   გადის
                                                                                           3.სიჩქარე  არ არის მუდმ
გა                                              თვლება                           ივი
                                                  2.სიჩქარე  ვექტორული 4ხასიათდება საშუალო
2.დროის ტოლ  შუალედში  სიდიდეა                          სიჩქარით
ტოლ  მანძილს გადის                                                    5.ტრაექტორია წრფეც
3.სიჩქარე  მუდმივია                                                        არის და  მრუდიც
4.ტრაექტორია წრფეა                                                                                     
ეოთხე  აქტივობა==კითხვა–პასუხი  5წთ
მოსწავლეებს დაევალებათ წაიკითხონ  გვ 44–ზე, ილუსტრაციებზე  გაკეთებული მინაწერი
1–კითხვა:  მოძრაობა თანაბარია თუ არათანაბარი
პასუხი–არათანაბარი
2 –კითხვა:  რა დასკვნის გამოტანა შეგიძლიათ სურათის მინაწერი 2 წინადადებიდან და წინა პასუხის საფუძველზე
პასუხი–არათანაბარი მოძრაობის სიჩქარე  შეიძლება გაიზარდოს , შეიძლება  შემცირდეს
3–კითხვა :მინაწერში გაკეთებული მონაცემებით რა შეიძლება  დავადგინოთ?
პასუხი–სიჩქარის ცვლილების სისწრაფე
მეხუთე  აქტივობა ––საშინაო დავალება  ––5წთ
საშინაო დავალებად ვაძლევ &19–ს  და შესაბამის დავალებას სამუშაო რვეულიდან
შეფასების  რუბრიკა ––საშინაო დავალების 

No comments:

Post a Comment